საფრანგეთის ეროვნული სამხედრო ფლოტის ხომალდი ბათუმის პორტში

საქართველო, თბილისი - 17:08 | 17.10.2016
ნანახია: 1857

ფრანგულ-ქართული თანამშრომლობის ფარგლებში, საფრანგეთის ეროვნული სამხედრო ფლოტი ავიზო "პრემიე მეტრ ლ'ერი" ბათუმის პორტში შემოვიდა 2016 წლის 17-დან 20 ოქტომბრამდე.

17 ოქტომბერს, 09:30 სთ-ზე დახვედრის ცერემონიალს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და საფრანგეთის ელჩი, მისი აღმატებულება პასკალ მენიესთან ერთად ესწრებოდა.
10:30-დან 13:00 სთ-მდე ჩატარდება ოფიციალური შეხვედრები ადგილობრივ ხელისუფლებასა და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან.
ორშაბათს, 17 ოქტომბერს, 17:00სთ-ზე, საფრანგეთის ელჩი გადასცემს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის, ბატონი ჟანივ ლე დრიანის გადაწყვეტილებით საჩხერის სამთო მომზადების სკოლისათვის შეძენილი აღჭურვილობის ნაწილს.
ოთხშაბათს, 19 ოქტომბერს, " პრემიე მეტრ ლ'ერი " ეკიპაჟის წევრები ეწვევიან ბათუმის ნ°2 საჯარო სკოლასა (11:30 სთ) და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს (16:00 სთ) ფრანკოფონ მოსწავლეებსა და სტუდენტებთან შეხვედრის მიზნით.
დათვალიერების მსურველთათვის გემი ღია იქნება ოთხშაბათს, 19 ოქტომბერს, 16:30-დან 18:00სთ-მდე.
ფრანგი მეზღვაურები და საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები ისარგებლებენ შემთხვევით და ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ. წვრთნები ყვინთვაში გაიმართება სამშაბათს, 18 ოქტომბერს, 09:00-დან 11:00 სთ-მდე, ხოლო აბორდაჟის ოპერაცია ოთხშაბათს, 19 ოქტომბერს, 09:00-დან 11:00 სთ-მდე და ხუთშაბათს, 20 ოქტომბერს.
ავიზო "პრემიე მეტრ ლ'ერი" ბათუმის პორტს დატოვებს ხუთშაბათს, 20 ოქტომბერს, 09:00 სთ-ზე.



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე