პარიზში ერთნაირსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ საპროტესტო მარში გაიმართა

საქართველო, თბილისი - 09:56 | 17.10.2016
ნანახია: 9501

ათასობით ადამიანი პარიზის ქუჩებში საპროტესტო მარშით გამოვიდა ერთნაირსქესიანთა ქორწინებისა და ხელოვნური განაყოფიერების წინააღმდეგ.

აქციის მონაწილეთა შორის იყვნენ ნაციონალური ფრონტის წევრები, მათი ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი მარინ ლე პენი.

მარში ორგანიზებული იყო გაერთიანება ”დემონსტრაცია ყველასთვის” მიერ, რომელიც 2013 წელს არის დაფუძნებული და თავისი აქტიურობის პიკზე თავისი დროშის ქვეშ ასობით ათასი ადამიანის შემოკრება შეძლო.

ამის მიუხედავად გაერთიანებამ მაინც ვერ შეძლო ხელი შეეშალა კანონისთვის, რომელმაც ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაცია მოახდინა. თუმცა მარშის ორგანიზატორები ამტკიცებენ, რომ აქციებს მანამდე გამართავენ, ვიდერე კანონი არ გაუქმედება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე