თიბისი ბანკის ხელშეწყობით საქართველოში პირველად, პრინტ ფესტივალი LIFE N STYLE ტარდება
საქართველო, თბილისი - 10:43 | 14.10.2016 ნანახია: 1580საქართველოში პირველად, ასოციაცია „არტ კავკასიის" ორგანიზებით და თიბისი ბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო პრინტ ფესტივალი 'LIFE N STYLE ' იმართება. პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის - ხელით ბეჭდვის, (შოლკოგრაფია, ოფორტი, ლითოგრაფია, ლინო გარვიურა და ა.შ) აღდგენა-ხელშეწყობას.
ფესტივალის ფარგლებში, თიბისი გალერეა ქართველი არტისტების მიერ, სპეციალურად ამ ტექნოლოგიით შესრულებული ორიგინალური ნამუშევრების გამოფენა -გაყიდვას მასპინძლობს.
გამოფენაში სხვადასხვა ქვეყნის ხელოვანებთან ერთად ქართველი მხატვრები მონაწილეობენ: ტატო ახალკაციშვილი, მარი ათანელი, უტა ბექაია, ალექს ბერდიშევი, ნინო ჭილაშვილი, ანდრია დოლიძე, დავით ევგენიძე, ზურა გიკაშვილი, მიშა გოგრიჭიანი, რიტა ხაჩატურიანი, თამარ ხმიადაშვილი, თემო ჯავახიშვილი, კოტე ჯინჭარაძე, დავით კუხალაშვილი, ამირან კუპრავა, ქეთი ლობჟანიძე, მურთაზ მახათაძე, ლევან მინდიაშვილი, კოტე სულაბერიძე, მაია სუმბაძე, მურთაზ შველიძე, ლუკა ცეცხლაძე, მამუკა ცეცხლაძე, ნიკო ცეცხლაძე, კოკა ცხვედიანი, გურამ წიბახაშვილი, ოლეგ ტიმჩენკო,გეგა პაქსაშვილი, გელა წულაძე, ილიკო ზაუტაშვილი.
ხელით ბეჭდვის ტექნიკა უნიკალურია იმით, რომ იძლევა შესაძლებლობას, მოხდეს ნამუშევრის რამდენიმე (10-15) ეგზემპლარად ტირაჟირება, რომელთაგან ყველა ორიგინალია. სწორედ ეს განაპირობებს ამ ტექნოლოგიის მიმზიდველობას და ამასთან, უზრუნველყოფს მის მასობრივ გავრცელებასა და ხელმისაწვდომობას.
ეს ტექნოლოგია მაღალ დონეზე მუშაობს განვითარებულ ქვეყნებში. შექმნილია სპეციალიზირებული სახელოსნო-გალერეები, ეწყობა საერთაშორისო ფესტივალები, ბიენალეები, მიმდინარეობს ბეჭდვითი მედიის მუდმივი პოპულარიზაცია, ახალგაზრდა მხატვრების წამახალისებელი აქციები და სხვა.
საქართველოში, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხელით ბეჭდვის ტექნოლოგიის გამოყენებით შეიქმნა სპეციალური კოლექცია. ეს კოლექცია გადატანილი იქნა ტექსტილსა და კერამიკაზე. დამზადდა ჩანთები, მაისურები, საკოლექციო ჭურჭელი, რომლებიც გამოფენის პარალელურად იქნება წარმოდგენილი და ნამუშევრებთან ერთად გაიყიდება.
„ფესტივალის სახელწოდება "LIFE- N- STYLE" მიგვანიშნებს ახალი ცხოვრების სტილზე - მთელს მსოფლიოში ხელოვნების ნიმუშის შეძენით მყიდველი საკუთარ თავს გარკვეულ სტატუსს ანიჭებს. ინტერიერის დიზაინს საქართველოში უკვე დიდი ყურადღება ეთმობა, გვინდა, ხელი შევუწყოთ თანამედროვე ხელოვნების თანამედროვე ინტერიერებთან ინტეგრაციას, ეს ფესტივალის ერთ-ერთი მისიაა," - ამბობს ნანა ყირმელაშვილი, ასოციაცია „არტკავკასიის" ხელმძღვანელი.
ფესტივალის ფარგლებში, საუკეთესო კოლექცია მოივლის თბილისს და საქართველოს სხვადასხვა ქალაქს და მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო პროექტებში.
ექსპოზიცია თიბისი გალერეაში 17 ოქტომბრამდე დარჩება.
პრინტ ფესტივალის გამოფენა აჭარაში უკვე ჩატარდა, სადაც ნამუშევრებს ბათუმის თიბისი გალერეამ უმასპინძლა.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა