ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში ბობ დილანს გადაეცა

საქართველო, თბილისი - 15:15 | 13.10.2016
ნანახია: 1573

ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში ამერიკელ ავტორ-შემსრულებელსა და მწერალს ბობ დილანს გადაეცა. ამის შესახებ შვედეთის აკადემიის მუდმივმა მდივანმა სარა დანიუსმა განაცხადა. ლაურატების გამოცხადება ნობელის პრემიის ოფიციალურ საიტზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

დაჯილდოვების საზეიმო ცერემონია 10 დეკემბერს სტოკჰოლმში გაიმართება.

2016 წელს პრემიის რაოდენობამ რვა მლნ შვედური კრონი (923 ათასი დოლარი) შეადგინა.  

ბუკმეკერული კომპანიების ფავორიტებად წელს მიჩნული იყვნენ იაპონელი მწერალი ჰარუკი მურაკამი, კენიელი მწერალი ნგუი ვა ტჰიომგო, ნორვეგიელი დრამატურგი იუნ ფოსე, ამერიკელი კლასიკოსი ფილიპ როტი, სირიელი პოეტი ადონისი და ამერიკელი პროზაიკოსი დონ დელილო.

გასულ წელს საპატიო ჯილდო ბელარუს მწერალს სვეტლანა ალექსიევიჩს ერგო.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე