თეატრალური ფესტივალი „მაჩაბელა“ იწყება

საქართველო, თბილისი - 14:36 | 13.10.2016
ნანახია: 1642

დღეს თბილისში ბავშვთა და მოზარდთა თეატრალური ფესტივალი „მაჩაბელა“ იწყება. ფესტივალს 13, 14 და 15 ოქტომბერს "ათონელის თეატრი" უმასპინძლებს. ფესტივალი წელს თბილისის მერიის მხარდაჭერით ტარდება.

ფასტივალი ზუსტად ერთ საათში აიღებს სტარტს და 16 ოქტომბერს საზეიმოდ დაიხურება.

ფესტივალის დირექტორია მამუკა ლომაშვილი, სწორედ მისი თეატრალური სტუდია „მაჩაბელა“ ავა 15 საათზე სცენაზე და ფესტივალს გახსნის. ჟიურის თავმჯდომარე ნინო ხომასურიძეა.

ამ წუთებში თეატრში ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს. მონაწილე დასები უკვე ათონელზე არიან. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

დღეს, ფესტივალზე ორი სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი.

15:00 სთ. – “ბურატინო” – თეატრალური სტუდია “მაჩაბელა”

17:00 სთ.- “ნაცარქექია” – ქ.რუსთავი. მოსწავლეთა თეარტი “შაპიტო”

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე