პაკისტანში ესპანელი დიპლომატი გარდაცვლილი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 13:09 | 13.10.2016
ნანახია: 1456

პაკისტანში ესპანეთის საელჩოს საკონსულო განყოფილების თანამშრომელი თავის სახლში გარდაცვლილი აღმოაჩინეს. სავარაუდოდ დიპოლომატმა თავი მოიკლა. ამის შესახებ პაკისტანის პრესა ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით წერს.

ხუან ხოისე გინერი პაკისტანში 34 წლის განმავლობაში მუშაობდა. ორი ქორწინების შემდეგ უკანაკსნელ წლებში ის მარტო ცხოვრობდა.

მამაკაცის ცხედარი ისლამაბადის პოლიციამ საკუთარ სახლში იპოვა. ცხედრის გვერდრით ეგდო პისტოლეტი. სავარაუდოდ საუბარია თვითმკვლელობაზე.

მიმდინარეობს გამოძიება.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე