საქართველოში ამერიკული დრამის, „კლოუნის“ გადაღებები მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 12:07 | 13.10.2016
ნანახია: 1826

სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში საქართველოში ამერიკული დრამის, „კლოუნის“ გადაღებები მიმდინარეობს.

ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ცნობილი ბრიტანელ-ამერიკელი მსახიობი, ლილი კოლინსი ასრულებს, ხოლო აღნიშნული მხატვრული ფილმის რეჟისორია ამერიკელი პოეტი და ჟურნალისტი ანტონი ლუცერო, რომელმაც  დაწერა რამდენიმე კინოსცენარი, მათ შორის „კლოუნი“ და რიჩარდ ბრაუტიგანის ‘A Confederate General from Big Sur’ -ის ადაპტაცია განახორციელა.  „კლოუნის“ გადაღებებისას ამერიკელი რეჟისორი ქართულ საპროდიუსერო კომპანიასთან შპს „მისთი დონისთან“ თანამშრომლობს.

„გადაიღე საქართველოში“ პროგრამით დაინტერესებულთა რიცხვი დღითიდღე მატულობს.  პროგრამის  ამოქმედებიდან სულ რაღაც 7 თვეში „კლოუნი“ რიგით მეოთხე პროექტია, რომელიც საქართველოში ხორციელდება.

ამერიკული დრამის გადაღებები საქართველოსა და ნიდერლანდებში ხორციელდება. საქართველოში გადასაღებ მოედნად თბილისის, ბათუმის და  რუსთავის ტერიტორიები შეირჩა.

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე