მიხეილ სააკაშვილმა ოდესის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

საქართველო, თბილისი - 11:08 | 13.10.2016
ნანახია: 1550

უკრაინის ოდესის ოლქში ძლიერი შტორმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვია. ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა სტიქიის გამო  საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ოდესის ოლქს შტორმი თავს გვიან ღამით დაატყდა. ქალაქ ოდესაში სტიქიამ ხეები მოგლიჯა, რის გამოც ტრანსპორტის გაადაგილება შეუძლებელი გახდა.

”ჩემი გადაწყვეტილებით სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით, ოდესის ოლქში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. ძლიერმა ქარმა მოგლიჯა ხეები და დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რაც სამი ადამიანის, მათ  შორის 11 წლის ბავშვის დაღუპვის მიზეზი გახდა. 100-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში გამორთულია ელექტრომომარაგება”, - წერს სააკაშვილი Facebook-ის გვერდზე.

ხელისუფლებამ სკოლებსა და სხვა სასწავლო დაწესებულებებს სწავლის შეწყვეტისა და მოსახლეობას სახლებიდან გამოვსლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე