კლინტონის კამპანიის ხელმძღვანელის ელექტრონული ფოსტის გატეხვის ფაქტს გამოიძიებენ

საქართველო, თბილისი - 13:55 | 12.10.2016
ნანახია: 1383

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ჰილარი კლინტონის კამპანიის ხელმძღვანელის ელექტრონული ფოსტის გატეხვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ჯონ პოდესტას ელექტრონული ფოსტიდან ჰაკერებმა ასობით წერილი მოიპარეს, რომელიც ინტერნეტ პორტალმა ვიკილიქსმა გაასაჯაროვა.

დემოკრატები კიბერთავდასხმაში რუსეთს ადანაშაულებენ. თავად ჯონ პოდესტა კი აცხადებს, რომ შესაძლოა რუსეთი კლინტონის ოპონენტებთან ერთად იყოს ჩართული შეთქმულებაში.

პარალელურად, ბარაკ ობამა რუსი ჰაკერების ქმედებებზე საპასუხო ზომებს განიხილავს და უახლოეს მომავალში განცხადებასაც გააკეთებს.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე