ოლანდი: რუსეთთან დიალოგის გაგრძელება აუცილებელია

საქართველო, თბილისი - 13:03 | 12.10.2016
ნანახია: 1414

სირიის საკითხზე უთანხმოების მიუხედავად, მოსკოვთან დიალოგის შენარჩუინება აუცილებელია. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ევროპის საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე განაცხადა.

ფრანსუა ოლანდი ამ განცხადებით პუტინის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც ოქტომბერში პარიზში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.

კრემლის ამ გადაწყვეტილების მიზეზი კი გაეროს უშიშროების საბჭოში საფრანგეთის მიერ  სირიის საკითზე შეტანილი რეზოლუცია გახდა, რომელსაც რუსეთმა ვეტო დაადო. დოკუმენტი რუსეთს მიერ სირიის ტერიტორიაზე ავიაიერიშების შეწყვეტას და ზავის პირობების შესრულებას ითვალისწინებდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე