განხეთქილება „ნაციონალებში" - „ვინ უფრო ნულია, ჩვენ მიშას გარეშე, თუ მიშა ჩვენს გარეშე"

საქართველო, თბილისი - 16:42 | 11.10.2016
ნანახია: 22527

ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: 

„მარტო ქოცების თავდასხმებს კი არ ვიგერიებ, კიდევ ვიღაც გიჟები მოგვიქსია და მოღალატეებს აძახებინებს... . დილიდან დაგვხვდა შეურაცხყოფების ნიაღვარი, რაც ცხადია პირველი არ არის, ყველაფერს აქვს საზღვარი. .. შეურაცხყოფაზე პასუხს მიიღებს ყველა. როდესაც მეუბნები, რომ მიშას გარეშე ნული ვარ და როდესაც ზუსტად ვიცი, ვინ გასცა ეს ინსტრუქცია, აუცილებლად გაეცემა ყველაფერს პასუხი. უღირსი საქციელი უნდა შეფასდეს. 

ძალიან მომაბეზრებელია იმის სმენა, რომ ვიღაცის გარეშე ნული ვარ. ... ოთხი წელია, არ დამისვენია და უცებ ვიღებთ ოდესიდან ბრძანებას ღვინის ჭიქით (ჩამოვალ, ჩამოვალ, ჩამოვალ - არ ჩამოვალ შემდეგ), რომ თურმე ჩვენ მიშას გარეშე ნულები ვართ და უნდა ბარიკადებზე დავდგეთ იმიტომ, რომ ის ასე თვლის - დადგეს და დავთვალოთ ვინ უფრო ნულია, ჩვენ მიშას გარეშე, თუ მიშა ჩვენს გარეშე. თუ ასე თავხედობთ და დატოლებაზე წავიდა საქმე.... მარტივია. ჩამოვიდეს და დადგეს მიშა მეგი გოცირიძესთან, ნანა ჟორჟოლიანთან და ელისო კილაძესთან ერთად და შეუტიოს. ჩვენ ხომ მოღალატე ნულები ვართ მის გარეშე. შევხედოთ... წადით შექმენით ცალკე პარტია, ერთია და აბსოლუტურად ლეგიტიმური პრეტენზიაა. ხო, თუ პარტიის გადაწყვეტილებების მიმღები ორგანო შენ მხარეს არ არის და ამას ვერ ეგუები, უნდა წახვიდე. ...მაგრამ "ეს პარტია მიშასია", "მიშას გარეშე ნულები ხართ", "მოღალატეები ხართ" არის სრულიად მიუღებელი...მიშა ვინ არის ჩვენს გარეშე? ამაზე არ გიფიქრიათ... მიშას შექმნილი არ არის ეს პარტია. ეს პარტია არის მიშას და მისი გუნდის შექმნილი. თუ გუნდის უმრავლესობა გადაწყვეტს, რომ პარლამენტში არ უნდა შევიდნენ - პარტია არ შევა. თუ გადაწყდება რომ უნდა შევიდნენ - შევა. ... მანდატი სიამ და სიაში მყოფმა ადამიანებმა მიიღეს - ვისი ხათრით, ეს ცალკე საკითხია და ამაზე ვერასოდეს შევთანხმდებით.

იმისთვის,  რომ მათ მიერ მოგებული არჩევნები საერთასორისო საზოგადოებას ეღიარებინა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ნაკლები უნდა „ებჟუტურათ“ რევოლუციაზე და სისხლისღვრაზე",- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე