ავღანეთის ხელისუფლებამ თალიბების წინააღმდეგ ჰელმანდში დამატებით 300 სამხედრო გაგზანა

საქართველო, თბილისი - 14:35 | 11.10.2016
ნანახია: 1362

ავღანეთში ჰელმანდის პროვინციაში ”თალიბების” ფართომასშტაბური იერიში მეორე დღეა გრძელდება. ”ფრანს პრესის” ინფორმაციით, ხელისუფლებამ დამატებით კიდევ 300 სამხედრო გაგზანა. მებძროლები ჰელმანდის პროვინციის დედაქალაქ ლაშქარგაჰის დასაკავებლად შეიარაღებულ ძალებთან სასტიკ ბრძოლას აწარმოებენ. გუშინ დანაღმული ავტომობილის აფეთქებისას 14 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 10 პოლიციელი.

ჰელმანდის პროვინცია დაჯგუფება ”თალიბანისთვის” სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. ის ოპიუმის წარმოების ერთ-ერთი ცენტრია, რომლის ყოველწლიური ბრუნვა 4 მლრდ დოლარს შეადგენს. ნარკოტიკების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი საბრძოლო  მოქმედებების დაფინანსებას ხმარდება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე