აშშ-ში ქარიშხალ ”მეთიუს” 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 10:58 | 11.10.2016
ნანახია: 1365

აშშ-ში ქარიშხალ ”მეთიუს” შედეგებს ებრძვიან. ქარიშხალმა ყველაზე მეტად ჩრდილოეთ კაროლინას შტატი დააზარალა.  

მედია დაღუპულების შესახებ სხვადასხვა ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტო ”როიტერის” ცნობით, ქარიშხალს სულ მცირე 23 ადამიანი ემსხვერპლა. ”ეი ბი სი” კი 30 გარდაცვლილის შესახებ იუწყება.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ჩრდილოეთ კაროლინასთვის ფედერალური ფონდებიდან ფინანსური დახმარების განკარგულება გასცა. წყალდიდობის გამო შტატის ასობით ათასი მცხოვრები დაზარალდა. მილიონამდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.  

ქარიშხალი ”მეთიუ” ატლანტის ოკეანეში 2007 წლის შემდეგ ყველაზე სახიფათო შტორმად მიიჩნიეს. ”მეთიუმ” განსაკუთრებულად ჰაიტი დააზარალა. აქ მსხვერპლთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე