ახლა გიორგი კვირიკაშვილსა და დავით ბაქრაძეზე ბევრად არის დამოკიდებული, თუ საით წავა ქვეყანა - დავით უსუფაშვილი

საქართველო, თბილისი - 12:38 | 10.10.2016
ნანახია: 1306

ახლა ბევრია დამოკიდებული ორი გამარჯვებული პარტიის ლიდერებზე - გიორგი კვირიკაშვილსა და დავით ბაქრაძეზე, ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, მინდა,  მივმართო ამ ორი გამარჯვებული პოლიტიკური ძალის  ლიდერებს,  გიორგი კვირიკაშვილს  და დავით ბაქრაძეს. მათზე პერსონალურად ძალიან ბევრია დამოკიდებული, თუ საით წავა ქვეყანა, როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები. მინდა, მჯეროდეს, რომ მათ ექნებათ საქმიანი ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, რომ არიან მთავარი პოლიტიკური კონკურენტები ერთმანეთის, მაგრამ ეს კონკურენცია არ გასცდება კანონის და ცივილიზებული ნორმის ფარგლებს", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე