”თავისუფალმა დემოკრატებმა” ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს

საქართველო, თბილისი - 12:47 | 22.09.2015
ნანახია: 2153

თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს მეტროსადგურ ”ახმეტელის თეატრის” მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც პოლიტიკური გაერთიანების ლიდერები იმყოფებოდნენ.

ისინი პირადად აცნობდნენ მოქალაქეებს იმ იდეას, რის გამოც მათი თქმით, აუცილებელია განხორციელდეს საკონსტიტუციო ცვლილება და შეიცვალოს საარჩევნო სისტემა.

„ხელისუფლებას დაავიწყდა ის ხალხი, რომელმაც ის აირჩია, ამიტომ ეს სისტემა, რომელსაც ვთავაზობთ, რომელზეც ხელი მოაწერა დიდმა უმრავლესობამ და მათ შორის მმართველმა კოალიციამ და დღეს უარს იძახის, არის ის სისტემა, რომელიც სამართლიანად წარმოადგენს ხალხის ინტერესებს,“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

საჭიროა სულ ცოტა 200 ათასი ადამიანის თანხმობა. ერთმანდატიანი მაჟორიტარული სისტემის სამხარეო პროპორციულით ჩანაცვლებას ინტერპარტიული ჯგუფი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ცდილობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე