9 წელი წამართვეს, დამაავადეს, დამბლოკეს, სიმღერა ლამის დამავიწყეს - ეკა კვალიაშვილი გასულ 9 წელს იხსენებს

საქართველო, თბილისი - 20:56 | 09.10.2016
ნანახია: 2462

მომღერალი ეკა კვალიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"პირადად ჩემი 9 წელი მოიპარეს, არა, წამართვეს, უმოქმედო და იგნორირებული გამხადეს, დამაავადეს, სიმღერა ლამის დამავიწყეს, კონცერტებიდან დამბლოკეს, 100000 ჭორი მომიგონეს, იმიტომ, რომ საღად ვაზროვნებ და არ ვიყიდები, ყველანაირი საარსებო წყარო გადამიკეტეს, იმიტომ,რომ მიყვარს ჩემი ქვეყანა და ხალხი, იმიტომ, რომ ვხვდებოდი მათ სიმყრალეს, და იცოდნენ, რომ ადამიანებს ვუყვარდი, და ეს გამოჩნდა, როდესაც გამოცხადდა ჩემი ავადმყოფობის შესახებ

შემდეგი წლები, კი ვერაფერი გავაკეთე, ვერაფერი შევასმინე ახლებს.... , გული ჩწყდება, რა დააშავა ჩემმა ლამაზმა ქვეყანამ და ხალხმა.... მაგრმ ერთია მთავარი, ჩვენ ყველაზე მაგარი პატრონი გვყვავს... ჩვენთან არს ღმერთი!!!", წერს მომღერალი.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე