იუსტიციის სახლში სამოგზაურო დაზღვევის მიღება იქნება შესაძლებელი
საქართველო, თბილისი - 12:50 | 20.10.2015 ნანახია: 1790იუსტიციის სახლში სულ მალე კიდევ ერთი ინოვაციური სერვისის, სამოგზაურო დაზღვევის მიღება იქნება შესაძლებელი. იუსტიციის სახლი პირველი სახელმწიფო უწყებაა, რომელიც კერძო სექტორის სერვისების გაცემას იწყებს.
სადაზღვევო პოლისები კომპანია „უნისონს“ ეკუთვნის, რომლის შერჩევაც საჯაროდ გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე განხორციელდა. თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას იუსტიციის სახლსა და კომპანია „უნისონს“ შორის დღეს მოეწერა ხელი.
იუსტიციის სახლში პასპორტის ასაღებად მოსულ მომხმარებელს ოპერატორი სამოგზაურო დაზღვევის პოლისსაც შესთავაზებს, თუმცა პოლისის მიღება ნებისმიერ სხვა მომხმარებელსაც შეუძლია. „უნისონის“ სამოგზაურო დაზღვევა ორნაირია და მოიცავს, როგორც სამოგზაუროდ საჭირო რაოდენობის დღეების დაზღვევას, რომლის ღირებულებაც დღეში 0.74 თეთრია ისე 1 წლიან მულტი პოლისს, რომელიც 65 ლარი ეღირება.
ინოვაციურ სერვისზე მუშობა იუსტიციის სახლში უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. მოსამზადებელი სამუშაოებისას დეტალურად გაიწერა მომსახურების პროცედურა და სხვა ისეთი ბიზნეს პროცესები, რაც იუსტიციის სახლისთვის ჩვეული ხარისხიანი მომსახურების გაწვევისთვის არის საჭირო.
იუსტიციის სახლში კომპანია „უნისონის“ სამოგზაურო დაზღვევის შეძენა შეუძლია ყველა მომხმარებელს მათ შორის უცხოელებსაც . პოლისის მისაღებად კი მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენაა აუცილებელი.
ამასთანავე, კომპანია „უნისონი“ იუსტიციის სახლის მომხმარებელს დამატებით მომსახურებასაც შესთავაზებს, მათ შორის: ბარგის დაკარგვა/დაგვიანებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება, პასპორტის დაკარგვის შედეგად დამდგარი ზარალის ანაზღაურება, დაზღვეულის ოჯახის წევრის გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული ვიზიტის ხარჯების ანაზღაურება და თვითმფრინავის ბილეთის გაუქმების რისკის დაზღვევა.
მომხმარებელს, რომელიც იუსტიციის სახლში 1 წლიან მულტი პოლისს შეიძენს, 1 თვიანი კონსიერჟ ბარათი (მომსახურება მოგზაურთათვის ტურისტული, გასართობი, ბიზნეს ღონისძიებების რეზერვაცია) საჩუქრად გადაცემა.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა