"შე ნამუსგარეცხილო ჯაშუშო, შენ ქმარ-შვილს ერთად გაგისწორდებით" - მანანა არჩვაძე-გამსახურდია სანდრა რულოვს მიმართავს

საქართველო, თბილისი - 14:16 | 08.10.2016
ნანახია: 2817

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მეუღლე, მანანა არჩვაძე-გამსახურდია სოციალურ ქსელში სანდრა რულოვსს მიმართავს:
"შე ნამუსგარეცხილო ჯაშუშო, შენი და შენი ე.წ. ქმარი როგორ ბედავთ ზვიად გამსახურდიას ხსენებას. მიხედე საქართველოში თქვენს მიერ დატრიალებულ ტრაგედიას, "მოქკავშირიდან" დღემდე, რომელი ერთი დანაშაული ჩამოგითვალო - პირველი და უმთავრესი - კოდორის გადაცემა რუსეთისთვის, სამაჩაბლოს 114 სოფლის ჩაბარება რუსეთისთვის, საქართველოს ყველა სტრატეგიული ობიექტების ჩუქება რუსეთისთვის, ტერორისტული აქტების მოწყობა საქართველოს მოსახლეობისათვის, საქართველოს მოსახლეობის დაინვალიდება, ჯანმრთელი მოქალაქეების ორგანოებით ვაჭრობა, ბიზნესის დატერორება და მათი ქონების ხელში ჩაგდება, აჭარის ფაქტობრივი ჩაბარება გიულენისათვის

ორმხრივი გარიგების საფუძველზე, საქართველოს ბიუჯეტის ძარცვა, ტუბერკულოზით დაავადებული მოქალაქეების მედიკამენტების გარეშე დატოვება, უდიპლომო ე.წ. ექთნის სტატუსით ჯანმრთელობის სამინისტროს პირად კონტროლზე აყვანა, რომელსაც ჯალათი ქმრის ხელშეწყობით ახორციელებდი საავადმყოფოებზე კონტროლს - ორგანოებით ვაჭრობასა და ასევე უცხოეთიდან შემოტანილი ვაქცინებით ახალშობილების დაინვალიდებას, უცხოეთში შავი ფულის გათეთრებას და ბანკებში განთავსებას, დანარჩენს სასარჩელოსათვის შემოვინახავ - შენ ქმარ-შვილს, დედამთილს, თ.ალასანიას, შენ მშობლებსა და ძმას დამტვრეული ავეჯით მოვაჭრე მაკლერებს ერთად გაგისწორდებით", - წერს მანანა არჩვაძე-გამსახურდია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე