ზაქარია ქუცნაშვილი ჩარგლის, გუდანის, როშკისა და ბარისახოს მოსახლეობას შეხვდა

საქართველო, თბილისი - 11:00 | 07.10.2016
ნანახია: 1311

„ქართული ოცნებიდან“ დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი ფშავ-ხევსურეთში იმყოფებოდა. მაჟორიტარობის კანდიდატი ჩარგლის, გუდანის, როშკისა და ბარისახოს მოსახლეობას შეხვდა.

„ჩვენი მიზანია სოფლის ფეხზე დაყენება, სწორედ ამიტომ მივიღეთ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების კანონი“ და დავაარსეთ მთის განვითარების ფონდი, დავიწყეთ როშკა-არხოტის დამაკავშირებელი 28.5 კმ გზის მშენებლობა. ავაშენებთ ჯუთა- როშკის ახალ გზას და სრულ რეაბილიტაციას გავუკეთებთ ჟინვალი - თვალივის დამაკავშირებელ გზის მონაკვეთს“,-განახცადა ქუცნაშვილმა. მისვიე თქმით, გვჭირდება მზარდი, განვითარებადი მთიანეთი და არა მხოლოდ ისეთი მთა, სადაც გზის, ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების სისტემების არსებობით ვიამაყებთ. „ჩვენ ამას თანმიმდევრული პოლიტიკით აუცილებლად შევძლებთ“, - აღნიშნა ქუცნაშვილმა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე