CITES-ის გენერალური მდივანი 13 ივნისს სტიქიის შედეგად დაზიანებულ თბილისის ზოოლოგიურ პარკში იმყოფებოდა

საქართველო, თბილისი - 11:00 | 20.10.2015
ნანახია: 1786

„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) გენერალური მდივანი საქართველოში შეხვედრებს განაგრძობს. ვიზიტის ფარგლებში, ჯონ სკანლონი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულიასთან ერთად, 13 ივნისს   სტიქიის შედეგად დაზიანებულ თბილისის ზოოლოგიურ პარკში იმყოფებოდა და ვითარებას ადგილზე გაეცნო.

აღსანიშნავია, რომ ზოოპარკის ბინადართა მნიშვნელოვანი ნაწილი წარმოადგენს CITES კონვენციით დაცულ სახეობებს. ამჟამად CITES-ის დანართებში შეტანილია ცხოველთა დაახლოებით 5000 და მცენარეთა 28000 სახეობა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე