მარჯანიშვილების სახლ-მუზეუმში პირველკურსელთა ფიცის დადების რიგით მე-9 ცერემონია გაიმართება

საქართველო, თბილისი - 15:36 | 06.10.2016
ნანახია: 1225

7 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ყვარელში,მარჯანიშვილების სახლ-მუზეუმში,პირველკურსელთა ფიცის დადების რიგითმეცხრე  სიმბოლური რიტუალი გაიმართება. შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოსსახელმწიფო უნივერსიტეტისპირველკურსელები საზეიმოდ დადებენ ფიცს.

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა დაკინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში 80-იანწლებში შემოღებულ იქნა პირველკურსელთაფიცის დადების რიტუალი. 2008 წელს კიკომპანია „რედიქსის“ ინიციატივითთეატრალური „ნათლობის“ რიტუალი აღდგა.

ცერემონიაზე სტუდენტები დადებენ ფიცს, რომერთგულად ემსახურებიან სამშობლოს და,როგორც პროფესიონალები, დაიცავენ ქართული ეროვნული კულტურის ტრადიციებს. ფიცის ტექსტს სტუდენტებიდა უფროსი თაობის მსახიობები ერთხმად წაიკითხავენ. ცერემონიას დაესწრებიან თეატრალური სფეროს სხვადასხვათაობის წარმომადგენლები, სტუდენტები კი მათგან  რჩევებს და მილოცვას მიიღებენ. თეატრალურ სამყაროშიმოღვაწეობის დაწყებას ახალბედა მსახიობებს ცნობილი და ყველასათვის საყვარელი მსახიობები სიმბოლურად,სახეზე გრიმის ცხებით მიულოცავენ.

ნათლობის ღონისძიებაზე სტუდენტები ასევე წარმოადგენენ ეტიუდებს, ფოლკლორულ და ქორეოგრაფიულ ნომრებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე