,,შენ რაღა დაგემართა კახი, შენ მაინც იცოდი, რომ ქალებს არ ეუბნებიან სარკეში ჩაიხედე რას გევხარო?!" - ჟორჟოლიანი კალაძეს მიმართავს

საქართველო, თბილისი - 14:27 | 06.10.2016
ნანახია: 11281

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი გადაცემა ,,არჩევანის“ ეთერს სოციალურ ქსელში ეხმაურება და კახა კალაძეს მიმართავს:

,,შენ რაღა დაგემართა კახი. შენ მაინც იცოდი, რომ ქალებს არ ეუბნებიან სარკეში ჩაიხედე რას გევხარო?! როგორ მოახერხე მანანა კობახიძის და ბესელიას ამომრჩევლის აპლოდისმენტების დამსახურება ამ მილანელმა და ჯიგარმა ბიჭმა, რომელსაც კი გაგიტრაკეთ ორი ავტოგოლით, მაგრამ ყველაზე დიდი ფეხბურთი ითამაშე. მეგონა ქოცებისგან ბევრი რამით განსხვავდებოდი ....! და მინდა მეგონოს კიდეც.. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ნეგატიურ კონტექსტში გახსენებს ბოლო პერიოდია, შენგან გამიკვირდა

გუშინდელი ეთერი. კვირიკაშვილი ასე არ მოიქცეოდა და მაგიტომაც არ იდგა სტუდიაში.

მთავრობები მიდიან, მოდიან, გარბიან, ზიან.... ერთადერთი რაც უცვლელი რჩება ქვეყანაა და მასში ერთად ცხოვრება არავის არ უნდა გაგვიტყდეს!

Tea ამაყად შეგიძლია სარკეში ჩაიხედო. შეიძლება არ ხარ 90-60-90 პარამეტრების, მაგრამ ეგ არ არის მთავარი. სარკე ხანდახან შინაგან სილამაზესაც აჩვენებს და მაგ ნაწილში უნაკლო ხარ♥“, - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე