დონალდ ტრამპი პუტინთან ურთიერთობაზე საუბრობს

საქართველო, თბილისი - 13:10 | 06.10.2016
ნანახია: 1409

დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ რუსეთთან თანამშრომლობით ისლამური სახელმწიფოს დამარცხება შესაძლებელი გახდება. ამის შესახებ მან ნევადელ ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ჩემზე ამბობენ, რომ პუტინი მიყვარს, მაგრამ მე ის არც მიყვარს და არც მეზიზღება. არც ის ვიცი, თუ როგორი ურთიერთობა მექნება რუსეთთან პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, მაგრამ თუ რუსეთის დახმარებით ისლამურ სახელმწიფოს ჯანდაბაში გავუშვებთ, ამის წინააღმდეგი, ვფიქრობ, არავინ იქნება,“ - აღნიშნა რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე