საქართველოს პოპულარული ინსტაგრამ ბლოგერები სტუმრობენ

საქართველო, თბილისი - 17:06 | 05.10.2016
ნანახია: 1281

მასშტაბური პროექტი „Georgia Instagramers Tour“ გრძელდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით,  რუსეთისა და ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს  ათი ფოტოგრაფი-ბლოგერი, ეწვია.  

ინსტაგრამბლოგერებმა 9 დღის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმოგზაურეს. ბლოგერებმა თბილისის, მცხეთის, აჭარის, სვანეთის, სამეგრელოსა და კახეთის ტურისტული მიმართულებები დაათვალიერეს და ფოტოები გადაიღეს.  პრესტურის მონაწილე ბლოგერების ინსტაგრამზე გამომწერების რაოდენობა საერთო ჯამში 1 278 205 ადამიანს შეადგენს,  რომელიც როგორც რუსეთის ფედერაციას ასევე ევროპის ქვეყნებს მოიცავს.

პროექტ „Georgia Instagramers Tour“-ის მიზანია საქართველოს ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია.  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოს წელს 486  უცხოელი ჟურნალისტი, 256 ოპერატორი ეწვია. საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ 300-ზე სტატია, ბლოგი, სატელევიზიო სიუჟეტი, გადაცემა და დოკუმენტური ფილმი მომზადდა.  





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე