პრეზიდენტმა დეპუტატის მანქანის აფეთქებისას დაზარალებული მოქალაქეები მოინახულა

საქართველო, თბილისი - 15:08 | 05.10.2016
ნანახია: 1194

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრში - საუნივერსიტეტო კლინიკაში დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებისასდაზარალებული მოქალაქეები ლალი კიკნაძე და დავით კუხალაშვილი მოინახულა.

პრეზიდენტს კლინიკის დირექტორმა ბაადურ მოსიძემ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„ბოდიში მოვუხადე დაზარალებულებს, რომ ვერ შევძელით მათი ჯანმრთელობის დაზიანებისგან დაცვა; მადლობა გადავუხადე პერსონალს, რომ ასე ყურადღებით მკურნალობენ დაშავებულებს.

კიდევ ერთხელ, მინდა მივმართო სამართალდამცავებს-ახლა არის ვითარება, როდესაც საზოგადოებამ, სტაბილურობამ, მომავლის ხედვამ უნდა გაიმარჯვოს იმ კრიმინალზე, რომელიც ნათლადავლენს თავს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში.

ამ დაძაბულ ვითარებაში, განსაკუთრებულად აქტიურად, გაორმაგებული მუშაობა გვმართებს ყველას იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ საზოგადოების დაცვა იმ კრიმინალებისაგან, ვინცმოქალაქეებს, ქალაქის ცენტრში აფეთქებს და რის შედეგადაც, ადამიანები, რომელთაც საერთოდ არავითარი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან, დღეს საავადმყოფოში არიან მძიმე ჭრილობებით. მათიდაცვა ჩვენი ვალია, როგორც სახელმწიფოსი. მოგიწოდებთ გაორმაგებულად იმუშაოთ. 

კიდევ ერთხელ თქვენ გვერდით ვდგავარ, თუ რაიმე პოლიტიკური მხარდაჭერა გჭირდებათ",  - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას დაზარალებულების მონახულებისშემდეგ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე