მედია: ბრედ პიტი უკიდურესად სასოწარკევთილი და დათრგუნულია

საქართველო, თბილისი - 14:00 | 04.10.2016
ნანახია: 1489

ბრედ პიტს ძალიან რთული პერიოდი აქვს. რა გასაკვირია? ის ხომ ანჯელინა ჯოლის ეყრება და სათაყვანებელი შვილების ხშირად ნახვის უფლებაც აღარ აქვს?

ბრედ პიტის ახლო გარემოცვის წყაროებმა ჟურნალ US Magazine-ს მსახიობის მძიმე მდგომარეობის დეტალები უკვე უამბეს.

”მას იმის დაჯერება არ უნდა, რომ მისი ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცა. ახლა ის უკიდურესად სასოწარკვეთილი და დათრგუნულია, მაგრამ შვილების გამო მედგრად დგას. ბავშვები ერთადერთნი არიან, ვისზეც ფიქრობს. პიტს მხარში უდგანან ნათესავები, მეგობრები და მისი თანაშემწე. ბრედს მუდმივი კავშირი აქვს დედასთან”, -განუცხადა გამოცემას წყარომ.

შეგახსენებთ, რომ ჯოლიმ და პოიტმა რამდენიმე დღის წინ გააფორმეს შეთანხმება, რომლის თანახმად, ანჯელინა ჯოლიმ შვილებზე ერთპიროვნული მეურვეობა დროებით მიიღო. პიტს ბავშვების ნახვა მხოლოდ ჯოლის ნებართვის შემდეგ შეეძლება. ასევე მსახიობმა რეგულარულად უნდა ჩააბაროს ანალიზები ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე.

”ის მზად არის ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ სიტუაცია შეცვალოს. ბავშვები მას უგონოდ უყვარს”, - ამბობს წყარო.

მსახიობის ახლობლები ერთხმად ამტკიცებენ, რომ განქორწინებისთვის, რომლის ინიციატორიც ჯოლი იყო, პიტი მზად არ აღმოჩნდა.

მსახიობმა ყველა დაგეგმილი სამუშაო ღონისძიება უკვე გააუქმა, რათა მთელი ყურადღება ოჯახურ მდგომარეობას დაუთმოს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე