სააკაშვილმა ხინჩეგაშვილი საარჩევნო მარათონისთვის გამოიყენა - "მეზიზღება პოლიტიკოსებში პიარის მამა მიხეილ სააკაშვილი" (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 11:27 | 03.10.2016
ნანახია: 3094

"მეზიზღება ყველა პოლიტიკოსი და მათ შორის პოლიტიკოსებში პიარის მამა მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ფრანგი მეღვინის რთველი სადაც ლადო საპატიო სტუმრად იყო მიწვეული საარჩევნო მარათონისთვის გამოიყენა", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახურის უფროსმა მაცაცო კევლიშვილმა განაცხადა:

"ისე, როგორც არასდროს მიყვარს ჩემი ოლიმპიური ჩემპიონი Vladimer Khinchegashvili. ისე როგორც არასდროს მეზიზღება ყველა პოლიტიკოსი და მათ შორის პოლიტიკოსებში პიარის მამა მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ფრანგი მეღვინის რთველი სადაც ლადო საპატიო სტუმრად იყო მიწვეული საარჩევნო მარათონისთვის გამოიყენა და მრცხვენია ყველა თქვენგანის ნაცვლად, ვისაც ქართველი ოლიმპიელის სიყვარულის გაგრძელებისთვის ჯერ მის პასპორტში ქართველობის დამადასტურებელ ჩანაწერს ითხოვდით და ახლა ისე, რომ არ ელოდებით კომენტარს მომხდარზე აცვით ჯვარს. ხვალ სააკაშვილის Live-ს ხინჩეგაშვილი არ დაესწრება. დანარჩენს ალბათ თავად ლადო იტყვის, მაგრამ ვისთვის ან რატომ? მოისმენთ? განაჩენი ხომ უკვე გამოიტანეთ!", - წერს მაცაცო კევლიშვილი.

გავრცელებული ინფორმაციით, ოლიმპიური ჩემპიონი ფრანგმა მეღვინემ რთველში მიიწვია, სადაც იმყოფებოდა საქართველოს ყოფილი პრეზიდეტი და როგორც აღმოჩნდა იგი პიარისთვის გამოიყენა. 

"კაცი მეუბნება, გვერდზე დამიდექი, გადავიღოთო და ხომ არ ვეტყოდი, არ დაგიგდები-მეთქი", - აღნიშნა ლადო ხინჩეგაშვილმა.







არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე