სანდრა რულოვსმა ,,დები ზარანდიების სახელობის სტიპენდია“ დააწესა

საქართველო, თბილისი - 19:26 | 19.10.2015
ნანახია: 2190

საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ფონდი „SOCO“ მისი დამფუძნებლისა და დირექტორის სანდრა ელისაბედ რულოვსის ინიციატივითა და მხარდაჭერით ა.წ. 20 ოქტომბერს 17:00 საათზე ,,სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში“ აწყობს  თბილისში 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაღუპული ,,დები ზარანდიების  სახელობის  სასტიპენდიო“ პროექტის პრეზენტაციას.

ამ პროექტის ფარგლებში საქართველოს უმაღლეს სასწავლებების 20-ზე მეტ სტუდენტს გაეწევა დახმარება ყოველთვიური 150 ლარიანი  სტიპენდიით.

მათ შორის  არიან სტუდენტები, რომელთა ოჯახებიც დაზარალდა 13 ივნისის სტიქიის დროს  და ასევე ,,დები ზარადნიების“ ოჯახის მიერ შერჩეული სტუდენტები სამეგრელოდან (ხობის რაიონი)

ამ ინიციატივით ფონდი ცდილობს მხარი დაუჭიროს და თანადგომა გამოხატოს ამ  სტუდენტების მიმართ.

პრეზენტაციას დაესწრებიან მომავალი სტიპენდიანტები და დები ზარანდიების ოჯახის წევრები ხობის რაიონიდან.

 დები ელზა და ინდირა ზარანდიები თბილისში 13-14 ივნისის სტიიქისა ღამეს დაიღუპნენ. ისინი ხობის რაიონში საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე