3 წლის ბავშვი გადაარჩინა, ნიკა დაიღუპა - გაიცანით ქართველი გმირი ნიკა გოგრაჭაძე

საქართველო, თბილისი - 00:29 | 02.10.2016
ნანახია: 6664

გაიცანით ბათუმელი გმირი ნიკა გოგრაჭაძე, რომელმაც 3 წლის უკრაინელი გოგონა გადაარჩინა, თვითონ კი გარდაიცვალა.

"მეგობრებო! ეს არის ბათუმელი ნიკა გოგრაჭაძე, რომელმაც უყოყმანოდ გაწირა თავი უცხოელი ტურისტი ბავშვის გადასარჩენად.
შემთხვევა 21 სექტემბერს მოხდა, 3 წლის უკრაინელი გოგონა ე.წ. ბენზეს დასახლებაში, საოჯახო ტიპის სასტუმროს ეზოში მდებარე აუზში შემთხვევით ჩავარდა, ბავშვის ამოსაყვანად აუზში ნიკა უმალვე ჩავიდა, ნიკას დენმა დაარტყა, დაიღუპა. გოგონა გადარჩა.
ნიკა გმირია! გმირი, რომელმაც დაუფიქრებლად გაწირა საკუთარი სიცოცხლე, პატარა გოგონას გადასარჩენად.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული...
"ის, ვინც ოდესმე გადაარჩენს ერთ სიცოცხლეს, გადაარჩენს მთელს მსოფლიოს".

წერილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე