წლის ფოტო - რომის პაპი და საქართველოს პატრიარქი

საქართველო, თბილისი - 09:22 | 01.10.2016
ნანახია: 2147

წლის ფოტო - რომის პაპი და საქართველოს პატრიარქი.

აღნიშნულმა ფოტომ სოციალური ქსელი მოიცვა

კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ კათოლიკე ეკლესიის მეთაური პაპი ფრანცისკე საპატრიარქოში მიიღო. მისასალმებელი სიტყვების წარმოთქმის შემდეგ, პაპმა და პატრიარქმა სადღეგრძელო შესვეს:

პატრიარქი: ღმერთმა დალოცოს რომის კათოლიკური ეკლესია!

ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს მისი უწმიდესობა, პაპი ფრანცისკე პირველი.

პაპი: დიდი მადლობა. ღმერთმა დალოცოს თქვენი უწმიდესობა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია!

ღმერთმა მოგმადლოთ თავისუფლების გზაზე წინსვლა!

სადღეგრძელოების წარმოთქმის შემდეგ, პაპმა პატრიარქის დაწერილ "Ave maria"-ს მოუსმინა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე