"არ გვიხდიან?! არ გადავიხდით!" - პრემიერა თუმანიშვილის თეატრში

საქართველო, თბილისი - 17:01 | 30.09.2016
ნანახია: 1883

30 სექტემბერს, 1 და 2 ოქტომბერს, 20:00 საათზე  მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში სპექტაკლის –  „არ გვიხდიან?! არ გადავიხდით!“ პრემიერა გაიმართება. სპექტაკლი დარიო ფოს ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით, რეჟისორმა მიკელე პანელამ დადგა.

სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები : თემო გვალია, მზია არაბული, ნიკა წერედიანი, ეკატერინე ანდრონიკაშვილი, გია აბესალაშვილი, გუგა კახიანი.

სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი, მიკელე პანელა ფლორენციის საერთაშორისო ფესტივალის „ინტერსითი“ აღმასრულებელი დირექტორი და „ტეატრო დელა ლიმონაიას“ ვიცე-პრეზიდენტია. იგი მრავალჯერაა მიწვეული სხვადასხვა ქვეყანაში თეატრალური გამოცდილების გაზიარების მიზნით.

სპექტაკლი  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და იტალიის საელჩოს მხარდაჭერით დაიდგა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე