ვან გოგის დაკარგული ტილოები იპოვეს

საქართველო, თბილისი - 15:00 | 30.09.2016
ნანახია: 2336

ვინსენტ ვან გოგის ორი დაკარგული ტილო იტალიაში იპოვეს.

ნამუშევრები "Congregation Leaving the Reformed Church in Nuene" და "View of the Sea at Scheveningen"ამსტერდამში ვან გოგის მუზეუმიდან 2002 წელს მოიპარეს.

პოლიციის ინფორმაციით, ნახატები ნეაპოლურმა მაფიამ მოიპარა. აღსანიშნავია, რომ თითოეული მათგანის ღირებულება მილიონობით ევროა.

როგორც The Telegraph-ი წერს, მუზეუმის თანამშრომლების თქმით, ნახატები მცირედი დაზიანებების მიუხედავად, კარგ მდგომარეობაშია. როგორც იტალიის პოლიციაში განაცხადეს,  ძვირადღირებული ნახატები ხანგრძლივი გამოძიების შედეგად იპოვეს, რომლის დეტალებიც მოგვიანებით გასაჯაროვდება.

მძარცველები შენობაში სახურავიდან შევიდნენ. იმის მიუხედავად, რომ სიგნალიზაცია ჩაირთო, ბოროტმოქმედებმა ტილოების გატანა მაინც მოასწრეს და მიიმალნენ.

ორი ეჭვმიტანილი 2004 წელს დააკავეს, თუმცა ამის მიუხედავად, ტილოებს 12 წლის განმავლობაში ეძებდნენ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე