მონიკა ბელუჩი 52 წლის გახდა

საქართველო, თბილისი - 14:02 | 30.09.2016
ნანახია: 2924

დღეს იტალიელი მსახიობი მონიკა ბელუჩი დაბადების დღეს აღნიშნავს, იმის მიუხედავად, რომ თანამედროვე კინოს ულამაზეს მსახიობს 52 წელი შეუსრულდა, გაცილებით ახალგაზრდულად გამოიყურება. მონიკა ბელუჩი იტალიის ჩრდილოეთით პატარა ქალაქ ჩიტა-დი-კასტელოში დაიბადა. მისი ოჯახი ძალიან შორს იყო შოუ-ბიზნესისგან და მონიკაც ბავშვობიდანვე იურისტობისთვის ემზადებოდა და ამით პროვინციიდან თავის დაღწევაზე ოცნებობდა.

ოცნების ასასრულებლად მონიკამ ფოტომოდელობით ფულის შეგროვება დაიწყო. მისი საქმიანობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ გადაწყვიტა იურისტობაზე ფიქრს შეშვებოდა და თავი მთლიანად შოუ-ბიზნესისთვის მიეძღვნა.

1988 წელს მონიკა მილანში გადადის და კონტრაქტს აფორმებს Elite Model Management-თან. ერთი წლის შემდეგ მას იღებენ ფოტოსესიებში Elle-სა და Dolce & Gabbana-სთვის, რომელთა შეუცვლელ მუზად დღემდე რჩება.

1992 წელს კი, ამბიციურ გოგონას კინოში პირველი წარმატება ეწვია. ის ფრენსის კოპოლას ფილმში ”დრაკულა” გადაიღეს, რასაც უამრავი წინადადება და საერთაშორისო წარმატება მოჰყვა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე