მუსლიმი ქალი ჰიჯაბით Playboy-თვის პირველად გადაიღეს

საქართველო, თბილისი - 13:34 | 30.09.2016
ნანახია: 1571

ამერიკელი ჟურნალისტი ნურ თაგოური პირველი მუსლიმი ქალია, რომელიც ჰიჯაბით ჟურნალ Playboy-თვის გადაიღეს. ფოტოსესია პროექტ Renegades-2016-ის ფარგლებში გაიმართა. ფოტოები და ინტერვიუ გამოცემის ოქტომბრის ნომერში დაიბეჭდება. ნური, რომელიც 1993 წელს ამერიკაში ლიბიელი ემიგრანტები ოჯახში დაიბადა, CTV News-ის რეპორტიორია.

ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ ჟურნალ Playboy-ში მუსლიმი ქალის ფოტოები დაიბეჭდებოდა,  საზოგადოება შოკში ჩააგდო, თუმცა წინასწარი დასკვნების გამოტანა ნაადრევი აღმოჩნდა, რადგან ფოტოებზე ნური შარვლით, სპორტული მაისურით, ტყავის ქურთუკითა და ჰიჯაბით პოზირებს.

”იცხოვრეთ ისე, რომ იყოთ პატიოსნები და დარჩით ისეთებად, როგორებიც ხართ. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ მათვის, ვინც 10 ათასი წლის წინ ჩვენამდე ცხოვრობდა და ეს სამყარო დაგვიტოვა. მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ ისინიც, ვინც ჩვენს მერე 10 ათასი წლის შემდეგ იცხოვრებს. იყავით კარგი და უშიშარი ადამიანები, გახსოვდეთ რომ ყველაფერი რაც გსურთ, თქვენი კომფორტის ზონის მიღმაა”, -მიმართავს ნური გამოცემის ფურცლებიდან მკითხველებს.

ნურის საქციელმა საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია და მედიაში განსჯის ტალღა გამოიწვია, თუმცა საერთო ჯამში გადაღებებმა და ინტერვიუმ, რომლის მცირე ნაწილი მკითხველმა უკვე იხილა, დადებითი შეფასებები დაიმსახურა.  





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე