იყალთოს მონასტრის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 15:59 | 29.09.2016
ნანახია: 1740

იყალთოს მონატერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა.

პროექტი, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს, ითვალისწინებს  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან საინფორმაციო ცენტრების, სუვენირების მაღაზის, სველი წერტილების,    ობიექტებამდე მისასვლელი გზისა და ავტოსადგომების მოწყობას. პარალელურად, სარებილიტაციო  სამუშაოები, ძველი და ახალი შუამთის მონასტრებთანაც მიმდინარეობს და მათი საერთო ღირებულება 2 182 000 ლარია.

პროექტის მიზანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებასა და   საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში წვლილის შეტანაა. 

სამუშაოებზე  60-მდე ადამიანია დასაქმებული  და მათი უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეა.   სამუშაოები  2015 წელს დაიწყო მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე