ხათუნა ლაგაზიძე დაკითხვაზე დაიბარეს

საქართველო, თბილისი - 12:12 | 29.09.2016
ნანახია: 1844

პაატა ბურჭულაძის პარტიის ყოფილი წევრი ხათუნა ლაგაზიძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. 
საქმე ეხება ლაგაზიძის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, აქვს ინფორმაცია „სახელმწიფო ხალხისთვის“ დაფინანსების უკანონო სქემების შესახებ.
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ პოლიტიკური პარტიების ფინანსების კანონიერების შესწავლის ფარგლებში სამსახური გამოკითხვაზე მობრძანებას სთხოვს ქალბატონ ხათუნა ლაგაზიძეს, რომელმაც გუშინ სხვადასხვა ტელეკომპანიების ეთერში განაცხადა, რომ აქვს ინფორმაცია პოლიტიკური პარტიის „სახელმწიფო ხალხისთვის“ დაფინანსების უკანონო სქემების შესახებ. ქალბატონი ხათუნა ლაგაზიძე გამოკითხვაზე დაბარებულია 30 სექტემბერს, 12 საათზე, რის შესახებაც უწყება დღეს გაიგზავნა მის იურიდიულ მისამართზე და საჯარო განცხადებითაც ვთხოვთ მას მობრძანდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თბილისის ოფისში“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე