პაატა ბურჭულაძის პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატს თავს დაესხნენ

საქართველო, თბილისი - 09:54 | 29.09.2016
ნანახია: 1348

პაატა ბურჭულაძის პარტიის “სახელმწიფო ხალხისთვის” მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატს თავს დაესხნენ.  შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. კარმან მამედოვს ფიზიკურად მის კუთვნილ აფთიაქში გაუსწორდნენ. როგორც დაზარალებული ირწმუნება, მას სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს და კანდიდატურის მოხსნა მოთხოვეს. აფთიაქში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერების გამოკვლევა პოლიციამ უკვე დაიწყო. ადგილზე დააკავეს ორი პირი, რომლებიც მამედოვის თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატის, აზერ სულეიმანოვის ცოლის ძმები არიან.  პოლიტიკურ მოტივს უარყოფენ ნაციონალური მოძრაობის მარნეულის ოფისში. მათი თქმით, დაკავებულ პირებს პარტიასთან  საერთო არაფერი აქვთ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე