ყოფილი პატიმარი დუმილს არღვევს და სააკაშვილის, რულოვსის, კალმახელიძის, შაშკინისა და ლომაიას წინააღმდეგ ჩვენებას აძლევს
საქართველო, თბილისი - 14:06 | 28.09.2016 ნანახია: 36890ყოფილი პატიმარი ალექსანდრე ახალკაცი სანდრა რულოვსის, მიხეილ სააკშვილის, ხათუნა კალმახელიძის, დიმიტრი შაშკინისა და კახა ლომაიას წინააღმდეგ პროკურატურაში ჩვენებას მისცემს. ახალკაცი ამ დროისთვის უკვე პროკურატურში იმყოფება.
"წიგნი, რომელიც მე ციხეში ყოფნის დროს დავწერე, არის ერთ-ერთი მხილების ფორმა. სისტემური დანაშაული, რომელიც ჩემს წინააღმდეგ განახორციელდა მიხეილ საკაშვილიდან დაწყებული, კალმახელიძით, ლომაიასა და შაშკინით დამთავრებული. ბუნებრივია, პრეზიდენტი იყო ამ ყველაფრის თავი და თავი, რომლის დაკვეთითაც უნდა მომხდარიყო ჩემი ფიზიკური ლიკვიდაცია. სწორედ ამ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში მივცემ ჩვენებებს. პრინციპში ჩემი წიგნიც, რომელიც ციხეში დავწერე 2010 წელს, თავად არის ჩვენება. ეს დოკუმენტურად დადასტურებულ ფაქტებზე დაყრდნობით არის დაწერილი. გარდა ამისა, ალბათ ეს იქნება პირველი ფაქტი, როდესაც სანდრა რულოვსის წინააღმდეგ, დანაშაულებრივი სქემის შესახებ ჩვენებას. ეს ქალბატონი თანხებს შოულობდა „წითელი ჯვრის“ საშუალებით. ეს ეხება ტუბერკულოზის მედიკამენტების სქემას, რომლის შესახებ მე დადასტურებული ინფორმაცია მაქვს. მე დარწმუნებული ვარ, პროკურატურა მყისიერ რეაგირებას მოახდენს“,- აღნიშნა ახალკაცმა პორკურატურაში.
მისივე თქმით, ეს არის სქემა, როდესაც მიზანმიმართულად ხდებოდა პატიმრებში, ტუბდისპანსერში "დოცის" პროგრამაში წამლების შეწყვეტა, შემდეგ აქედან გამომდინარე ეს პატიმრები ხდებოდნენ რეზისტენტულები.
„ეს იყო ხშირი წყვეტა ამ წამლების, რადგან ეს ადამიანები გამხდარიყვნენ რეზისტენტულები. მერე სვამდნენ "დოცი +" პროგრამაში, ეს არის უკვე ე.წ. ქრონიკული ტუბერკულოზის პროგრამა, სადაც თანხები იყო გაცილებით დიდი მედიკამენტებისთვის გამოყოფილი, მაგრამ წამლები რჩებოდა იგივე. წამლები საერთოდ არ შემოდიოდა ტუბდაწესებულებაში. მთელ ამ სქემას კურირებდა სანდრა რულოვსი, როგორც „წითელი ჯვრის“ წარმომადგენელი. „წითელმა ჯვარმა“ ამის შესახებ არც არაფერი არ იცოდა. ამ სქემით სანდრა რულოვსი შოულობდა ძალიან დიდ თანხებს. გარდა ამისა, ციხეში გარდაცვლილი პატიმრები გამოყავდათ ე.წ. ხუდადოვის ტუბდისპანსერში და იქ აფორმებდნენ როგორც გარეთ გარდაცვლილს. სინამდვილეში ეს ადამიანები იღუპებოდნენ ციხეებშივე“,-ამბობს ახალკაცი.
მისივე თქმით, როდესაც ეს ყველაფერი ხდებოდა, თავად სასჯელს იხდიდა და უშუალოდ აქვს ნანახი ყველა ფაქტი.
„ტუბდისპანსერში მამყოფეს 2 წელიწადზე მეტხანს. აქედან გამომდინარე ვიყავი ყველა იმ ფაქტის მომსწრე. ასევე, არიან ადამიანებიც, რომლებიც მზად არიან, მისცენ ჩვენებები. მე დღესვე მოვყვები ყველა იქ ნანახ დანაშაულზე. მაგალითად ხათუნა კალმახელიძეზე, ორჯერ პირადად დაესწრო ჩემს წამებას. იმედი მაქვს, ყველა მათგანი სათანადოდ დაისჯება“, -აღნიშნა ახალკაცმა.
ყოფილი პატიმრის ინფორმაციით, სასჯელს სისხლის სამართლის კოდექსის 179 მუხლით იხდიდა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს, თუმცა რეალურად სტუდენტურ თვითმმართველობასთან დაპირისპირების გამო დაიწყო მის წინააღმდეგ პროვოკაციები და ამიტომ დააკავეს.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა