"ქართული ოცნება" საგანგებო განცხადებას ავრცელებს

საქართველო, თბილისი - 22:52 | 27.09.2016
ნანახია: 1735

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ქართული ოცნება გმობს ე.წ. ნაციონალისტური ჯგუფების მიერ მოწყობილ აქციას. ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ განხორციელებული აქცია. აუცილებელია, რომ შესაბამისმა ორგანოებმა მოახდინონ ფაქტის გამოძიება და შესაბამისი სამართელბრივი რეაგირება. კატეგორიულად მიუღებელია ჩვენი საზოგადოებისთვის ყოველგვარი ძალადობა და აქცია, რომელიც მიმართულია შუღლის გაღვივებისა და ქვეყნის დესტაბილიზაციისკენ", - ნათქვამია "ქართული ოცნების" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე