აზერბაიჯანის მოქალაქეებმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირეს

საქართველო, თბილისი - 14:22 | 27.09.2016
ნანახია: 1426

აზერბაიჯანში ჩატარებული რეფერენდუმის წინასწარი შედეგები უკვე ცნობილია. ეგზიტპოლის მონაცემებით, მოსახლეობის უმრავლესობამ საკონსტიტუციო რცვლილებებს დაუჭირა მხარი. გამოკითხულთა 92.5 პროცენტმა ხმა მისცა საპრეზიდენტო უფლებამოსილების 7 წლამდე გაზრდას. 89.3 პროცენტი პირველი ვიცე-პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის შემოღების მომხრეა. 91.1 პროცენტისთვის კი მისაღები აღმოჩნდა საპრეზიდენტო კანდიდატების ასაკობრივი შეზღუდვის მოხსნა. რეფერენდუმის ოფიციალური შედეგები უმოკლეს ვადებში გახდება ცნობილი.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე