შსს-მ შენობის დაზიანების ფაქტზე 2 პირი ამხილა

საქართველო, თბილისი - 10:01 | 27.09.2016
ნანახია: 1558

შსს-ს გურიის პოლიციის დეპარატმენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე 2 პირი: 1999 წელს დაბადებული გ.ჯ. და 2000 წელს დაბადებული ლ.მ. ამხილეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 25 სექტემბერს, ღამის საათებში, აღნიშნულმა პირებმა ქვის სროლის შედეგად დააზიანეს ოზურგეთის რაიონის სოფელ ბახვში არსებულ შენობაზე განთავსებული ბანერი და ჩაამტვრიეს მინა.
მხილებული პირები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლით მიმდინარეობს.
აქვე კიდევ ერთხელ კატეგორიულად უარვყოფთ ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სოფელ ბახვში პოლიციის მოქმედი შენობა გაიქურდა. აღსანიშნავია, რომ ქურდობის ფაქტი საერთოდ არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება აღნიშნულ შენობას, იგი ამჟამად შსს-ს ბალანზე იმყოფება და არ ფუნქციონირებს





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე