სოფელ კარდენახში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

საქართველო, თბილისი - 17:34 | 26.09.2016
ნანახია: 1408

უბედური შემთხვევა მოხდა გურჯაანის რაიონში - სოფელ კარდენახში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. თვითმხილველების ინფორმაციით, ოთარ გოგებაშვილის დაჭრას, წინა უძღვოდა ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკება. ის, ცივი იარაღით არის დაჭრილი.

რა გახდა ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

მომხდარზე მიმდინარეობს გამძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე