თბილისმა „გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ მცენარეთა კომიტეტის შეხვედრას უმასპინძლა
საქართველო, თბილისი - 12:47 | 19.10.2015 ნანახია: 1715სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) მცენარეთა კომიტეტის 22-ე შეხვედრა გაიმართა. კონფერენციის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ და კონვენციის გენერალურმა მდივანმა ჯონ სკანლონმა მიმართეს, სადაც მცენარეთა სახეობებით ვაჭრობის საკითხები, მათ შორის საქართველოს მიერ ამ კუთხით განხორციელებული ქმედებები განიხილეს.
„ქორთიარდ მერიოტში“ ველურ მცენარეთა და ცხოველთა დაცვის თემაზე ნახატების გამოფენაც გაიმართა. კონკურსი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. გამარჯვებულ კონკურსანტებს პრიზები გადაეცათ.
მცენარეთა და ცხოველთა დაცვის თემატიკაზე გამართული კონკურსის მიზანია გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ბიომრავალფეროვნების პოპულარიზაციაა.
საერთაშორისო ვაჭრობის დარეგულირების მიზნით, 1973 წელს ვაშინგტონში მიღებულ იქნა კონვენცია „გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ (CITES). კონვენცია ძალაში შევიდა 1975 წლის 1 ივლისს. ამჟამად კონვენციის მხარეა მსოფლიოს 181 ქვეყანა. საქართველო კი (CITES) 1996 წელს შეუერთდა.
კონვენცია ქვეყნებს ავალდებულებს, დაარეგულირონ და აკონტროლონ კონვენციის I, II და III დანართებში შესული ფლორისა და ფაუნის სახეობათა ნიმუშებით საერთაშორისო ვაჭრობა. CITES-ის მიხედვით, „საერთაშორისო ვაჭრობა“ ნიშნავს კონვენციის დანართებში შეტანილი ცხოველთა და მცენარეთა სახეობების ნიმუშების ექსპორტს, იმპორტს, რეექსპორტს და ინტროდუქციას ზღვიდან (სახელმწიფოში ნებისმიერი ისეთი სახეობის შეტანას, რომელიც მოპოვებულია ნეიტრალურ წყლებში). კონვენციით რეგულირდება არა მხოლოდ ცოცხალი მცენარეებითა და ცხოველებით, არამედ მათი ნაწილებითა და დერივატებით ვაჭრობაც. რაც ნიშნავს, რომ ნებართვას საჭიროებს CITES-ის დანართებში შეტანილი ცხოველებისა და მცენარეებისაგან ან მათი ნაწილებისაგან დამზადებული ნაკეთობებისა და მათგან მიღებული პროდუქტების ექსპორტ-იმპორტი. რეგულირდება, როგორც კომერციული მიზნით ისაერთაშორისო ვაჭრობა, ისე პირადი საკუთრების ტრანსსასაზღვრო გადაადგილება.
ამჟამად CITES-ის დანართებში შეტანილია ცხოველთა დაახლოებით 5000 და მცენარეთა 28000 სახეობა.
კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობებიდან საქართველოსათვის მნიშვნელოვანი ვაჭრობის ობიექტებს წარმოადგენს თეთრყვავილა (Galanthus woronowii) და ყოჩივარდა (Cyclamen coum). აღნიშნული სახეობებით ვაჭრობა მიმდინარეობს წლების მანძილზე. ამ პერიოდში განხორციელდა რამდენიმე წარმატებული პროექტი, რის საფუძველზეც საქართველო აღიარებული იქნა, როგორც წარმატებული მაგალითი.
შეხვედრაში მონაწილეობა 50 ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელმა, კონვენციის მხარეებმა და არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა