პეკინსა და თბილისს შორის საჰაერო მიმოსვლა დაიწყო

საქართველო, თბილისი - 09:31 | 24.09.2016
ნანახია: 1330

23 სექტემბერს China Southern Airlines  პეკინი-თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი განახორციელა. ჩინური ავიაკომპანია რეგულარულ ფრენებს კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და პარასკევს, ბოინგB737-B738 და
B752 ტიპის ავიახომალდებით შეასრულებს. პეკინსა და თბილისს შორის საჰაერო მიმოსვლა ქალაქ ურუმჩის გავლით განხორციელდება. ახალი მიმართულება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობის, ვაჭრობისა და ტურიზმის განვითარებას. ამ დრომდე China Southern Airlines ავიარეისებს თბილისი - ურუმჩი - ლანჟოუს მიმართულებით ასრულებდა.

პეკინსა და თბილისს შორის საჰაერო მიმოსვლის დაწყებასთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ღონისძიებას, ჩინეთის ელჩი საქართველოში, China Southern Airlines -ის, საქაერონავიგაციის, აეროპორტების გაერთიანებისა და ტავ ჯორჯიას წარმომადგენლები დაესწრნენ.

ჩინური ავიაკომპანია China Southern Airlines 1988 წელს დაფუძნდა. დღეისათვის ავიაკომპანია ფრენებს 35 ქვეყანაში, 193 სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს. China Southern Airlines ქართულ ავიაბაზარზე 2011 წელს შემოვიდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე