თეზი გაბუნიას არტპროექტი „შეყავი თავი გალერეაში“ ვენაში გამოიფინა
საქართველო, თბილისი - 10:48 | 23.09.2016 ნანახია: 1866ახალგაზრდა ხელოვანის, თეზი გაბუნიას ინტერაქციული არტპროექტი, „შეყავი თავი გალერეაში“ ვენაში, ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობაზე გამოიფინა. ნამუშევარი „Popiashvili Gvaberidze Window Project-მა“ თიბისი ბანკის მხარდაჭერით წარადგინა. პროექტი 28 ქვეყნის თანამედროვე ხელოვანების ნამუშევრებს შორის, ქართულ პავილიონშია წარმოდგენილი.
არტპროექტი „შეყავი თავი გალერეაში“ დამთვალიერებელს შესაძლებლობას აძლევს დაათვალიეროს სამი ცნობილი გალერეის ლუვრის (პარიზი), ტეიტ მოდერნის (ლონდონი), გაგოსიანის გალერეის (ნიუ იორკი) მინი მოდელები, პირდაპირი მნიშვნელობით თავი შეყოს საგამოფენო სივრცეში, გადაიღოს ფოტო რუბენსის, ჰერსტის, ლიხტენშტეინის და სხვა ცნობილი მხატვრების ნამუშევრებთან ერთად და თავადაც გახდეს საგამოფენო ექსპონატი. მოგვიანებით, „შეყავი თავი გალერეაში“ სოციალურ ქსელში გადაინაცვლებს, დამთვალიერებლების ფოტოები არტპროექტის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსდება და მათი ნახვა სოციალურ ქსელში დარეგისტრირებულ ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
თეზი გაბუნიამ ინტერაქციული არტპროექტი 2015 წლის ივლისში შექმნა და ის თავდაპირველად, ბათუმის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში, შემდეგ განახლებული სახით უკვე თიბისი გალერეაში გამოიფინა. მოგვიანებით, „შეყავი თავი გალერეაში“ ქვეყნის ფარგლებს გასცდა და ექსპოზიციის ამსახველი ფოტომასალა ონლაინ არტ-გალერეაში “Art People Gallery” (სან ფრანცისკო, აშშ) განთავსდა.
არტპროექტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მედიაში. პროექტის შესახებ მასალა სხვადასხვა პრესტიჟულ ონლაინ და ბეჭდურ გამოცემაში მოხვდა, მათ შორის ამერიკულ "Insider" -ში, "Designboom"-ში, გერმანულ "Berlin ArtParasites"-სა და ფარნგულ "Beaux Arts magazine" -ში.
ავსტრიის ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის საერთაშორისო გალერეები იღებენ. გამოფენაზე ათასობით ახალგაზრდა და საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი თანამედროვე ხელოვანის ნამუშევრებია წარმოდგენილი.
ვენის ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა საკუთარი მასშტაბით რეგიონში ყველაზი დიდია და ის დამთვალიერებელს შესაძლებლობას აძლევს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის ავსტრიის, ბელგიის, ჩინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, აშშ-სა და სხვა ქვეყნების წარმომადგენელი ხელოვანების ნამუშევრები დაათვალიეროს.
წელს ამ ქვეყნების გვერდით თეზი გაბუნიას არტპროექტი დამთვალიერებელს თბილისისა და ბათუმის შემდეგ, უკვე ვენაში 25 სექტემბრამდე ელოდება.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
- „თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა
- „თეგეტა მოტორსში“ Energizer-ის ბრენდის აკუმულატორებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა