შნობელის პრემიით დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა

საქართველო, თბილისი - 10:42 | 23.09.2016
ნანახია: 1606

ჰარვარდის უნივერსიტეტში ე.წ.  შნობელის პრემიით დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. ჯილდოს ყოველწლიურად ყველაზე აბსურდული და უჩვეული მიღწევებისა და კვლევისთვის გადასცემენ.

წლევანდელ ლაურეატებს შორის ეგვიპტელი მეცნიერი აღმოჩნდა, რომელიც დაკვირვებას მღრღნელების გამრავლებაზე აწარმოებდა და მამრ ვირთხებს ტრუსებს აცმევდა. პრემია გამონაბოლქვის ტესტების გაყალბების გამო ავტოკონცერნ “ფოლკსვაგენს” გადასცეს. ბიოლოგიის დარგში კი პრემია ბრიტანელ ინსტრუქტორს გადაეცა, რომელმაც მთებზე გადაადგილებისთვის ეგრეთ წოდებული “თხის ფეხები” შექმნა.   





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე