მერაბიშვილს 6, კოდუას 9 და სირაძეს 9 წელი მიესაჯათ - გელაშვილის ცემის საქმეზე ყოფილი მაღალჩინოსნები სასამართლომ დამნაშავედ სცნო

საქართველო, თბილისი - 13:00 | 22.09.2016
ნანახია: 2007

დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ერეკლე კოდუა და  სოდ-ის კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი გია სირაძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო.

ორ წლიანი განხილვების შემდეგ, მოსამართლე დავით მგელიაშვილმა დღეს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაცხადა.

მერაბიშვილს 6 წელი და 9 თვე, კოდუას და სირაძეს კი 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

საქართველოს პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე 2005 წელს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის და მისი ცემის საქმეზე, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ივანე მერაბიშვილს, სოდ-ის ხელმძღვანელ ერეკლე კოდუას და კიდევ ერთ მაღალჩინოსანს გია სირაძეს 2014 წელს ბრალი წაუყენეს. 

ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობის საკითხი სასამართლოში ცალკე განიხილება.

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე