დი კაპრიო მალიბუზე მდებარე საცხოვრებელ სახლს 11 მლნ დოლარად ყიდის

საქართველო, თბილისი - 11:08 | 21.09.2016
ნანახია: 1884

მდიდრული აპარტამენტები, რომელიც მსახიობმა 1998 წელს შეიძინა,  მალიბუს ”მილიარდერების სანაპიროზე მდებარეობს.

სახლის ღირებულება ამ წლების განმავლობაში თითქმის შვიდჯერ გაიზარდა. 24 წლის დი კაპრიომ ის 1,6 მლნ დოლარად შეიძინა. ამ უძრავ ქონებაში მსახიობმა ”ტიტანიკში” შესრულებული როლიდან მიღებული ჰონორარის დიდი ნაწილი ჩადო. (მსახიობმა ფილმიდან სულ 2,5 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო).

Daily Mail-ის ცნობით, კოტეჯი, რომელსაც ხედი წყნარ ოკეანეზე აქვს, 164 კვ/მ-ზეა განთავსებული. მას აქვს სამი საძინებელი, ორი სააბაზანო, ულტრათანამედროვე სამზარეულო, სასადილო ოთახი, სასტუმრო ოთახი ბუხრითა და აბანო ჰიდრომასაჟით, საიადანაც გასასვლელი კორიდორი პირდაპირ სანაპიროზე გადის.

გამოცემა აღნიშნავს, რომ თითქმის ყველა ოთახიდან ოკეანეზე მშვენიერი ხედი იშლება. ”მილიარდერების სანაპიროზე” სახლების საშუალო ფასი 15 მლნ დოლარს შეადგენს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე