მუსიკისა და ხელოვნების ბავშვთა საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი „სტარტი“ იწყება

საქართველო, თბილისი - 10:41 | 21.09.2016
ნანახია: 1662

ა.ა.ი.პ „სტარტფესტი“ ორგანიზებით და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, ამა წლის 23-25 სექტემბერს თბილისში გაიმართება მუსიკისა და ხელოვნების ბავშვთა საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი „სტარტი“, რომლის ანალოგიც უამრავ ქვეყანაში ყოველწლიურად წარმატებით ტარდება და რომელსაც ჩვენი დედაქალაქი პირველად უმასპინძლებს.

საკონკურსო ტურები და გალა კონცერტი გაიმართება მოზარდ მაყურებელთა თეატრში.

კონკურსში მონაწილეობას 6-დან 17 წლამდე ახალგაზრდები მიიღებენ და წარმოადგენენ როგორც სასიმღერო, ისე მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ ნომრებს. ქართველ შემსრულებლებთან ერთად ხუთი სხვადასხვა ქვეყნის კონკურსანტები წარდგებიან მაყურებლის წინაშე.

კონკურსი მოიცავს ორ საშემსრულებლო ტურს, მონაწილეებს შეაფასებენ სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ჟიურის წევრები. გამარჯვებულები გრანდიოზულ გალა-კონცერტზე დაჯილდოვდებიან, რომელშიც კონკურსანტებთან ერთად ცნობილი ქართველი შემსრულებლებიც მიიღებენ მონაწილეობას. გალა კონცერტი იქნება საქველმოქმედო.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე