არტარეას საგამოფენო სივრცეს აუდიო-ვიდეო ინსტალაცია „ცხრაწყარო - ერთი ექსპონატის ინსტალაცია"დაიკავებს

საქართველო, თბილისი - 15:36 | 20.09.2016
ნანახია: 1836

20 სექტემბერს, 20:00 საათზე, არტარეას საგამოფენო სივრცეს აუდიო-ვიდეო ინსტალაცია „ცხრაწყარო - ერთი ექსპონატის ინსტალაცია"დაიკავებს.

ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცული კუბისტური ნამუშევრის, ფუტურისტი მხატვრის, ბენო გორდეზიანის"ცხრაწყაროს" შთაგონებით შექმნილი აუდიო-ვიდეო ინსტალაციის პრეზენტაცია ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შემდეგ უკვე თბილისში, არტარეას სივრცეში შედგება.
ვიდეო - თათია სხირტლაძე
აუდიო - დიმა დადიანი
პროექტის ავტორი - თეონა ჯაფარიძე
პროექტის მხარდამჭერები: თიბისი ბანკი და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

დასწრება თავისუფალია.

მისამართი: დ. აბაშიძის ქ.10





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე